ფორმულა კრეატივის ახალ ტელევიზიაში მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი წაიყვანს. ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის მომავალმა უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა განუცხადა.
კომპანიაში ჯერ არ საუბრობენ, დღის განმავლობაში რომელ საათებზე გავა საინფორმაციო გამოშვება.
ელისო ჯარიაშვილი ბოლო რამდენიმე თვეა ფორმულა კრეატივის შექმნილ ტელევიზიაში ,მესამეში მუშაობდა. ის გადაცემა ,,მთელი ამბავის” ავტორი და წამყვანი იყო.
შეგახსენებთ, მანამდე ჯარიაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურში, რუსთავი 2-სა და საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა.
წყარო: on.ge