ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმასაბაჟო გამშვებ პუნქტში “ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საბერძნეთისა და ირანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (10 აბი) და ფსიქოტროპული (72 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. -განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს .
სამსახურის ინფორმაციით , საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









