შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს , მაშველების მითითებებს დაემორჩილონ და უსაფრთხოების ნორმები დაიცვან; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ; არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე; არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს; მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში, არ ჩავიდნენ წყალში.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.