ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს.

„მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა.
ჩვენი პოზიცია წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ჩვენი პოლიციის საგუშაგო, ბლოკ პოსტის განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ქემოკლიძემ.