გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, რუსთავში 17 და 18 აგვისტოს დაფიქსირდა, ჰაერის დაბინძურებამ ნორმას 1,9 -ჯერ გადააჭარბა.
13 აგვისტოს და 14 აგვისტოს – 1.6-ჯერ, ხოლო კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება 15 აგვისტოს- 2-ჯერ დაფიქსირდა.რაც შეეხება 16 აგვისტოს, დაბინძურება ნორმას 1,8 ჯერ აღემატებოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, 16, 17 და 19 აგვისტოს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო სინოპტიკური პროცესით – საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელებით.