ჰოლანდიელი მუსიკოსები რუსთავს ეწვივნენ.
ამსტერდამის ქუჩის მუსიკოსების 42 ახალგაზრდა ხელოვანისგან შემდგარი ანსამბლი- ,,რიჩიოტი“ ღონისძიებას ამ წუთებში რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა თავშესაფარში მართავს.
ანსამბლის რეპერტუარშია როგორც კლასიკური და ტრადიციული, ასევე პოპ მუსიკა და ჯაზი.
ჰოლანდიელი მუსიკოსები დღეს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში 16:00 საათზე კონცერტს გამართავენ.
ანსამბლი ,,რიჩიოტი“ თავის ტურნეს საქართველოში 3-დან 9 აგვისტომდე გამართავს და კონცერტებით თბილისელი და რუსთაველი მსმენელების წინაშე წარსდგება.













