ხაშური-აგარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პოლიციელი,რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის სპეციალური ვერტმფრენის საშუალებით, ქარელის საავადმყოფოდან თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსებენ.
როგორც ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები აცხადებენ, პოლიციელი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, პაციენტს ყველა სახლის პირველადი დახმარება ჩაუტარდა, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ კი, მისი თბილისში გადაყვანა გადაწყდა.