დიდ ბრიტანეთში ქართველებისგან შემდგარი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინეს.
დაჯგუფებას ირლანდიიდან ბრიტანეთში მიგრანტები ფულის სანაცვლოდ არალეგალურად გადაჰყავდა.
ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერ ი.დ-ს, რომელიც 35 წლისაა, 5 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მედიის ინფორმაციით, ბრალდებულს მიგრნატები მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებიც, დუბლინიდან უელსის ქალაქ ჰოლიჰედში ბორანით გადაჰყავდა.
დიდ ბრიტანეთში ი.დ-სა და მისი დაჯგუფების დახმარებით არალეგალურად ჩასული სულ მცირე 19 ადამიანი იმყოფება.
დაჯგუფების ლიდერის გარდა, გასამართლებულებია ოთხი ქართველი მამაკაცი.