საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე რუსთავის პროფესიულ კოლეჯ “მოდუსში” იმყოფება.
მინისტრის მოადგილემ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად , პროფესიულ კოლეჯში დასრულებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პროფესიულ კოლეჯში დასრულდა თეორიული სწავლების კორპუსის რეაბილიტაცია. კოლეჯში პროფესიული განათლების მიღების მსურველებისთვის 16 საგანმანათლებლო პროგრამა და 20 გადამზადების კურსი იქნება ხელმისაწვდომი.