გარდაბნის მუნიციპალიტეტში,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019’’ გარდაბნის თბილ-სრესის მოედნისა და 9 აპრილის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალისთვის მოეწყობილია სხვადასხვა სახის სადღესასწაულო მორთულობა-მოწყობილობით. სპეციალურად დამონტაჟებულ დიდ სცენაზე ღონისძიება სტარტს საღამოს 7 საათზე აიღებს, რომელსაც საათნახევრიანი პროგრამით ჯგუფი ,,რეზო და ბავშვები”
გახსნის. მოწვეული მომღერლებიდან საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან ნინი ცნობილაძე და მარიტა როხვაძე.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტის პარალელურად შესაძლებელია მაყურებლის მხრიდან სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩართვაც. აღსანიშნავია რომ , ღონისძიებების ფარგლებში ლუდის ფესტივალი გაიმართება . აგრეთვე ,
ჩატარდება ფერების ფესტივალი. ტრადიციისამებრ საღამოს DJ და გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების მაცხოვრებლებს უფასო ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ.