საქართველოს პარლამენტმა მუშაობა ხმაურის, დაპირისპირებისა და აქციების ფონზე განაახლა. პლენარულ სხდომათა დარბაზში ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენა უწყვეტი სტვენით გააპროტესტა.
პარლამენტის შესასვლელთან პოლიციის წინააღმდეგონის მიუხედავად #სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტმა სხდომათა დარბაზში შესვლა მაინც შეძლო, მათაც პროტესტი სასტვენებით გამოხატეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მანდატურის სამსახურს წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა.
ფოტო: on.ge