ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოშლის საკითხი არ განიხილება.

ასევე მისი განცხადებით, შეხვედრაზე ქართული მხარე ახალგორის შესასვლელის შესაძლო ჩაკეტვის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დასვამს კითხვებს.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბრიდან ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს. ამის შესახებ ოკუპირებული დაბის შესასვლელში მდებარე საგუშაგოზე დისლოცირებული რუსი სამხედროები მეორე დღეა ყველა გამვლელს აფრთხილებენ.