,,ინტერტრანსის” კუთვნილი მიკროავტობუსების შემდეგ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამგზავრო ტარიფი კერძო კომპანიამაც გააძვირა, რომელიც ვაკის მიმართულებით მოძრაობს.
„ინტერტრანსით“ მგზავრობის საფასური 1.80 თეთრი გახდა, ხოლო „ვაკეტაქსის“ მომსახურებით სარგებლობა რუსთაველებს დღეიდან 3 ლარი დაუჯდებათ.
ამ დრომდე უცვლელი რჩება მატარებლის ღირებულება და 50 თეთრს შეადგენს.
მგზავრობის საფასურის გაზრდა რუსთაველების თქმით, მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.