თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე სექციური რადარები ჩაირთო

დღეიდან თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე სიჩქარის მარეგულირებელი რადარები ჩაირთო -ამის შესახებ ქრონიკას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს .

სამინისტროს ინფორმაციით , ე.წ თბილისი-რუსთავის ურბანული გზაზე სექციური სიჩქარის კონტროლისთვის შესაბამისი კამერებია დამონტაჟებული . მათივე ცნობით , დასახლებულ პუნქტში დასაშვები სიჩქარე 70კმ/სთ, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში 90 კმ/ს განისაზღვრა. საავტომობილო გზაზე სიჩქარის შეზღუდვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს .