სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის ახალი ფოტოები გავრცელდა(+ფოტო)

უცხოურ მედიაში დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე პატარა წევრის არჩი უინძორის ახალი ფოტოები გავრცელდა. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ აფრიკული ტურნეს დროს გადაღებული ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს. პატარა არჩი მშობლებთან ერთად სამხრეთ-აფრიკელ სასულიერო მოღვაწე დესმონდ ტუტუს შეხვდა.