კიევში შეიარაღებული მამაკაცი, მეტროპოლიტენის ხიდის აფეთქებით იმუქრება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცი იარაღიდან ჰაერში უმისამართოდ ისვრის.
უკრაინული პორტალების ინფორმაციით, ის მეტროსადგურის ხიდთან ავტომანქანით მივიდა.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი დაახლოებით 35 წლისაა და მას ყვითელი დროშა აქვს შემოხვეული.
დედაქალაქის პოლიცია, ფაქტს ტერაქტის მზადებად აფასებს.
ამ დროისთვის ხიდი გადაკეტილია, პოლიცია დრონს იყენებს.