რუსთავის მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს .
ყოფილი დირექტორის,არსენ დემეტრაშვილის ინფორმაციით , თანამდებობის დატოვება მშობლის მიერ დაწერილ საჩივრებს უკავშირდება. დემატრაშვილის განმარტებით, მას ორი გაფრთხილება მიეცა , რის შემდეგაც განათლების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა .
ყოფილი დირექტორი გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს და სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
tv4 მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც ესაუბრა , მისი განცხადებით , ის საქმიანობას 26 აგვისტოდან შეუდგა და დირექტორის გათავისუფლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს .