პატრიოტთა ალიანსი ფრაქციის ფორმატში გიორგი გახარიას მთავრობას უსმენს

პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასახელებული გიორგი გახარია და მის მიერ წარდგენილი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ფრაქციების ფორმატში გრძელდება. დღეს, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი ” განიხილავს. შემდგომ მოსმენა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტს და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 8 სექტემბერს დაამტკიცებს.