უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით , 17 სექტემბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. მათივე ცნობით , 18 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
„18 სექტემბერს დღის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთსა და აღმოსავლეთში +24 -29 გრადუსი იქნება. ასევე, თბილისში ხვალ, დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამით შეიძლება ხანმოკლე წვიმა იყოს ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, დროგამოშვებით გაძლიერდება 17-22 მ/წმ-მდე. რაც შეეხება ტემპერატურას, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.
19 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში შეიძლება მცირედით იწვიმოს. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +27-32 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება.
20 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა ელჭექით. ტემპერატურა +21-26 გრადუსამდე დაიკლებს. ასევე, ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში. ტემპერატურა +24-29 გრადუსის ფარგლებში იქნება. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა იყოს ელჭექით, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება,“ – ნათქვამია განცხადებაში .









