რვა ადამიანი, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა. შემთხვევა ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მოხდა.
ისინი ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილობრივების განცხადებით, ქუჩაში საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რამაც მათი ჭების დაბინძურება გამოიწვია.
ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია.