რუსთავქალაქობის ფარგლებში, რუსთავის ეკონომიკური ფორუმი-2019 მიმდინარეობს.
ფორუმს, რომელიც რუსთავის ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას ისახავს მიზნად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და რუსთავქალაქობის უცხოელი სტუმრები რუსთავის დამეგობრებული ქალაქებიდან ესწრებიან.
ფორუმის ფარგლებში, რუსთაველი მეწარმეები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ რუსთავში მოქმედი საწარმოების პოტენციალს.












