რუსთავქალაქობის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მზადება დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით , მოძრაობა შეზღუდულია მეგობრობის გამზირზე, ფალიაშვილის ქუჩის ასახვევიდან, გზირიშვილის ქუჩის ასახვევამდე. პირველი ღონისძიება 13:30-ზე დიდების ხეივანში გაიმართება სადაც სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ხსნოვნისადმი მიძღვნილი მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება.დღესვე 15 საათზე, საბიბლიოთეკო გაერთიანების მესამე ფილიალი საზეიმოდ გაიხსნება. 16 საათზე დაგეგმილია საბავშვო კონცერტი ხოლო 18 საათზე წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება მოხდება. 19 საათზე დაგეგმილია ფერების ფესტივალი. 20 საათზე რუსთაველებისთვის სააზეიმო კონცერტი გაიმართება. 22საათზე კი, მსმენელს ელექტრონული მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა ექნება.
რუსთავქალაქობასთან დაკავშირებით ღონისძიებები 22 ოქტომბერსაც გაიმართება.