რუსთავქალაქობის ღონისძიებებისთვის მზადება მეგობრობის გამზირზე აქტიურად მიმდინარეობს. დღეს რუსთაველებისთვის არაერთიი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. საბავშვო კონცერტი, წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, ფერების ფესტივალი, დრამერების შოუ – ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია რომელიც დღეს რუსთაველებისთვის გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით , მოძრაობა შეზღუდულია მეგობრობის გამზირზე, ფალიაშვილის ქუჩის ასახვევიდან, გზირიშვილის ქუჩის ასახვევამდე.
პირველი ღონისძიება 13:30-ზე დიდების ხეივანში გაიმართება სადაც სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების ხსნოვნისადმი მიძღვნილი მარათონის გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება.