სავაჭრო ფართებზე ყოველდღიური გადასახადი უცვლელი დარჩა

ე.წ ,,სტამბოლის ბაზრის” ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკების შედეგად,  სავაჭრო ფართებზე ყოველდღიური გადასახადი უცვლელი დარჩა. მოლაპარაკებაში ქალაქის მერი ,ირაკლი ტაბაღუა იყო ჩართული. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

მოლაპარაკების შესაბამისად, ე.წ “სტამბოლის ბაზარზე” ვაჭრობა განახლდა. როგორც ბაზრის ადმინისტრაცია აცხადებს, ჯერ-ჯერობით უცნობია,როდემდე შენარჩუნდება არსებული ტარიფი. მათივე,ინფორმაციით,შეიქმნება სამუშაო ჯგუფი,რომელიც მოვაჭრეების ჩართულობით, ფართებზე ყოველდღიური გადასახადის რეალურ ტარიფს განსაზღვრავს. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია  რუსთავში, სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. დასაქმებულები , სავაჭრო ფართებზე ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებდნენ. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ , გადასახადის 9 ლარამდე გაზრდა იგეგმებოდა,რისი გადახდის ფინანსური რესურსიც მოვაჭრეებს არ ჰქონდათ.