სვანეთში პირველი თოვლი მოვიდა

სვანეთში,მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში, დღეს პირველი თოვლი მოვიდა.

21-22 სექტემბერს სინოპტიკოსები საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ – წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 -ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.

 

ფოტო: 1tv.ge