ქალაქში შავი ფიჭვების შეწამვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს ,,რუსთავსერვისცენტრი” და სურსათის ეროვნული სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.
“რუსთავსერვისცენტრის” ხელმძღვანელის ,გიორგი გოროზიას ინფორმაციით, სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს.
როგორც ,,რუსთავსერვისცენტრში” tv4-ს განუცხადეს, რუსთავში შავი ფიჭვები, სოკოს დაავადების წინააღმდეგ ნორდოქსით იწამლება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, შეწამვლის პროცესი სრულიად უსაფრთხოა.