შსს-მოქალაქე თაღლითურად დაეუფლა 3 პირის მობილურ ტელეფონს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვეში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.