“წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში”-რუსთავის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის რიგით მე-12 კონფერენციაზე რუსთავის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა .

რუსთავი ნომინაციაში „წლის საუკეთესო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში“ გამარჯვებული გახდა და საჩუქრად შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა .

ფინანსთა ასოციაციის სხდომაზე მუნიციპალიტეტები გასული წლის გაწეული ფინანსური საქმიანობის მიხედვით დაჯილდოვდნენ.

კონფერენცია 2019 წლის 21-22 სექტემბერს ჩატარდა.