აბასთუმანში, აღობილის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისას მუშა დაშავდა. ადგილობრივები აცხადებენ ,რომ მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა.
გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს :უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.