ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება

ავტომობილების ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება. ცვლილება კანონმდებლობაში სექტემბრის ბოლოს შევა და მთლიანად ევროდირექტივებს დაეფუძნება. თუკი აქამდე ვიზუალურ ეფექტს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, ამიერიდან ეს პირობაც გამკაცრდება- თუ საგზაო უსაფრთხოების რისკს ქმნიან, ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან.

“მანქანის მცირე გარეგნული დეფექტის შემთხვევაში, ავტომობილი არ დაიბლოკება, მაგრამ გამოსწორების ვადა მიეცემა, გააჩნია რა ტიპის დაზიანება იქნება. რეალურად ავტომობილები ძალიან მოძველებულია, რაც ქმნის პრობლემას უსაფრთხოების კუთხით”, – აღნიშნა ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანაშვილმა.

იორდანაშვილის განცხადებით, ძალაში რჩება 6-თვიანი პერიოდულობა, ანუ ამ დროში უნდა გაიარონ მძღოლებმა ავტომანქანის ტექდათვალიერება.