ავტოსაგზაო შემთხვევა ფონიჭალაში (+ფოტო)

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფონიჭალაში, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.