ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას ავადმყოფი გადაჰყავდა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის 2-ე ნაწილით მიმდინარეობს.