ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

სამგორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: რუსთავი 2