ათენში ქართველ გოგოს ეძებენ

ათენში ქართველ გოგოს ეძებენ. ინფორმაცია მისი დაკარგვის შესახებ სოციალურ ქსელში დედამ გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე ინფორმირებულია საბერძნეთში საქართველოს საკონუსლო.

მათი თქმით, კონსულს მუდმივი კომუნიკაცია აქვს,როგორც დაკარგული მოქალაქის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.