ამაზონის ტყეებში ხანძრები კვლავ მძვინვარებს. სტიქიამ წელს 12 მილიონი ჰექტრის ფართობის ტერიტორია გაანადგურა, რაც გასულ წელთან შედარებით სამჯერ მეტია.
ბოლივიში, ხანძრებს ჯერ კიდევ 5000-ზე მეტი ადამიანი ებრძვის.
“ევრონიუსის” ცნობით, ცეცხლი კვლავ უკონტროლოა. სტიქიამ მცენარის 1200 სახეობა განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. ამაზონის მკვიდრი მოსახლეობა მომხდარს გარემოს გენოციდს უწოდებს. ადგილობრივები მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქობაში საკუთარი ძალებით ეხმარებიან.