“არ ჩააბეტონო კლანი” – ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა

“არ ჩააბეტონო კლანი” – ამ სახელწოდებით პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართა .აქცია დამოუკიდებელი იურისტებისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გამართა .

აქციის მონაწილეების ინფორმაციით , მათი მთავარი მოთხვნაა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-კაციანი სია ჩააგდოს, „იმიტომ, რომ სია კლანის მიერაა შედგენილი“.

„დღეს სასამართლოში ჩიტი ვერ შეფრინდება მიხეილ ჩინჩალაძის ნებართვის გარეშე. ყველა კანდიდატი, რომელიც ამ სიაშია, მიხეილ ჩინჩალაძის კადრია ან მისი თანხმობით სიაში შეყვანილი კადრი. ეს იმას ნიშნავს, რომ მიხეილ ჩინჩალაძე ამ სიის დამტკიცების შედეგად, მოიპოვებს კონტროლს საკასაციო სასამართლოზე. კლანს ნებისმიერ საქმეზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ექნება.

ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ პირველ რიგში, ეს სია ჩააგდოს გასაუბრების შემდეგ ან გასაუბრებამდე. თუ იქნება გასაუბრებები, მოსამართლეებს დაუსვან შეკითხვები, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის სასამართლოს პირობებში, ვინ არის მიხეილ ჩინჩალაძე და როგორ ახდენდა ის ზეწოლას მოსამართლეებზე“, – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დაიწყო.