ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის ერთიანობის მისაღწევად ვერტმფრენიდან ტაძრებს ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. ადგილობრივი ეკლესიის პრორუსმა ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ ნაკურთხი წყლის მოპკურება საზოგადოებრივი უთანხმოების დაძლევისკენ იყო მიმართული.
“მსგავსი რამ ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია, თუმცა არ მახსოვს რომელ წელს იყო. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა, ჩვენ ერთიანობისთვის ყველა ტაძარში ვლოცულობთ. დღეს საშუალება გვქონდა, რომ ვერტმფრენში ჩამსხადრვიყავით, ცაში ავსულიყავით”, — აღნიშნა აპლიამ.
აფხაზეთის ტაძრებს სულ 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. პროცესი სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.