აშშ-ში Google-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

Google-ს აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას ედავებიან. ქვეყნის 50-მა შტატმა და ტერიტორიამ ინტერნეტ-კომპანიის მიმართ გამოძიება დაიწყო.გამოძიება დაადგენს, უქმნის თუ არა საფრთხეს Google-ის პოლიტიკა მომხმარებელთა პირად მონაცემებს.
საქმის აღძვრის ინიციატივით ტეხასის გუბერნატორი კენ პაქსტონი გამოვიდა. მოგვიანებით მას სხვა ტერიტორიებიც შეუერთდნენ. პაქსტონის თქმით, გამომძიებლები დაადგენენ, ეწინააღმდეგებოდა თუ არა Google-ი ინტერნეტ-რეკლამის სფეროში კონკურენტული გარემოს შექმნას. გამოძიების ამ ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, საქმემ შესაძლოა სხვა სფეროებიც მოიცვას.