,,ახალგაზრდას ანესთეზიის შეყვანისთანავე მძიმე ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა”-ექიმი

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში 18 წლის გოგონას გარდაცვალების დეტალებზე ალაპარაკდნენ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ „ტვ4-ს“ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ექიმის განცხადებით პრეპარატზე პაციენტს სინჯი აუღეს,ახალგაზრდას ანესთეზიის შეყვანისთანავე მძიმე  ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.როგორც ირკვევა გოგონას ალერგიული ფონი ნოვოკაენზე განუვითარდა. ექიმები მთელი ღამის განმავლობაში ,გულის ამუშავებას უშედეგოდ ცდილობდნენ.

გოგონას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით ,მისი გადასვენება სამეგრელოში მოხდება.


შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.