ახალი საწარმოს მშენებლობა ქალაქში- რატომ შეაჩერა საკრებულომ საკითხის განხილვა .აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ტვ4-თან განმარტებები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ გააკეთა:
” საკითხი რომელიც შეეხებოდა საწარმოს მშენებლობას ქალაქში , იქნება უკეთ შესწავლის მიზნით შეჩერებული დროებით, საკრებულოს წევრებმა დაინახეს გარკვეული პრობლემა ეკოლოგიურ საფრთხესთან დაკავშირებით , მართალია არსებობს გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი თუმცა აღნიშნული საკითხი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე შეჩერდა. საუბარია ქალაქში განსახოციელებელ უცხოურ ინვესტიციაზე , რომელიც გულისხმობს ტექნიკური ზეთების მეორად გადამუშავებას , ნებისმიერი ინვესტიცია არის მისაღები ქალაქში , თუმცა იმ რეალობაში, რომელშიც დღეს ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური კუთხით ქალაქში ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ მსგავს საკითხებს.” აღნიშნა ნინო ქავთარაძემ.