ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-8 ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა(+ფოტო)

რუსთავში  მე -8 საჯარო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა . გახსნის ცერემონიალს , ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-8 ფილიალი, შენობის დაზიანების გამო, დროებით დახურული იყო. მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ბაღი გარემონტდა და ახალ სააღმზრდელო წელს, სრულად რეაბილიტირებული შეხვდა .ბაღში 4 სააღმზრდელო ჯგუფია და სკოლამდელი განათლების მიღებას  156 აღსაზრდელი შეძლებს.