მარტვილში ბაღის აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
მარტვილის საავადმყოფოში ამ დრომდე 16 ბავშვი რჩება.ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარტვილის მუნიციპალიტეტის #2-ე საბავშვო ბაღში სხვადასხვა ჯგუფის 15 აღსაზრდელი მოიწამლა