ბათუმში ტურისტებისგან ფულის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დავაკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ტურისტებისთვის ფულის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს.

მათი ცნობით, დაკავებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კლუბში მუშაობდნენ, ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მუქარით უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა გამოსძალეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.