ბარსელონაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში პოლიციამ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული 33-დან 48 წლამდე პირები, ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილები.  

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.

პოლიციამ 100-ზე მეტი მოპარული ნივთი ამოიღო. მათ შორის ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული ხელსაწყოები.