ბაღების გაერთიანების მე-8 ფილიალში სააღმზრდელო პროცესი დაგვიანებით დაიწყება

სააღმზრდელო პროცესი დაგვიანებით დაიწყება ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-8 ფილიალში. როგორც გაერთიანებაში tv4-ს განუცხადეს ფილიალში სარემონტო სამუშაოები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ბაღი 17 სექტემბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 9 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, როგორც გამაგრებითი,ასევე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. #20 და #36 ფილიალებში, ახალი სააღმზრდელო წლიდან 5 ჯგუფი გაიხსნება, შესაბამისად სკოლამდელ განათლების მიღებას 200 აღსაზრდელი შეძლებს.

სააღმზრდელო პროცესი 16 სექტმებერს დაიწყება,გაერთიანება ჯამში 6 600 აღსაზრდელს მიიღებს.