ბოლნისის მუნიციპალიტეტი სტუდენტებს 2019-2020 სასწავლო წელსაც დააფინანსებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი საბუთების მიღებას იწყებს. სტუდენტებმა, დოკუმენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში უნდა წარადგინონ. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ფულადი დახმარების პროგრამაში, კატეგორიების მიხედვით, სტუდენტი დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდგომ ჩაერთვება .
მუნიციპალიტეტი სტუდენტურ დახმარებას შემდეგ კატეგორიებზე გასცემს:
1.ობოლი სტუდენტები და სტუდენტები მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა სასწავლებლიდან;
3. გარდაცვალების მოწმობა;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი;
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
2. სტუდენტები იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან , რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დევნილის მოწმობა;
3. ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
3. სტუდენტები სოციალურად დაუცველი (0-დან 100 000 ქულამდე) ოჯახებიდან, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. სოციალურად დაუცველის მოწმობა (0 დან 100 000 ქულამდე);
3.ცნობა სასწავლებლიდან;
4. პირადი ანგარიში ბანკიდან;
5. დაბადების მოწმობის ასლი.
6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
4. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი), რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლები (ყველა დედმამიშვილის);
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
5.სტუდენტები ოჯახებიდან, რომელშიც ორი ან მეტი სტუდენტია და სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4.ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი.
6.წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (81-დან 90-ისჩათვლით 50 ლარი);
7. წარჩინებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. ამონაწერი ქულების შესახებ (91-დან 100-ის ჩათვლით 100 ლარი).
7. შშმ. სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში;
1. პირადობის მოწმობის ასლი;
2. დაბადების მოწმობის ასლი;
3. პირადი ანგარიში ბანკიდან;
4. ცნობა სასწავლებლიდან;
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება-ანკეტა (ფორმა #1) ასლი;
6. შშმ სტატუსი.
სტუდენტემა დოკუმენტაციის წარდგენისას, უნდა გაითვალისწინონ,რომ სასწავლებლიდან ცნობა სწავლის დაწყების შემდეგ უნდა იყოს გაცემული. სხვა შემთხვევაში,წარმოდგენილი საბუთები მუნიციპალიტეტში არ განიხილება.