გავრილოვი იმედოვნებს, რომ გახარიას ეყოფა სიმამაცე რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი იმედოვნებს, რომ გახარიას ეყოფა სიმამაცე რუსეთთან მოლაპარაკებაზე წავიდეს ამის შესახებ რუსეთის საპარლამენტო გაზეთი წერს.

დეპუტატმა საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილება შეაფასა და აღნიშნა ისიც, რომ ივნისის დარბევისას გიორგი გახარია ხისტი პოზიციით იყო გამორჩეული. მისივე განცხადებით, მხოლოდ ამან შეიძლება “კონფლიქტი მოაგვაროს”.

შეგახსენებთ, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართ. 21 ივნისს პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.