გარდაბნის მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების დღეს შეურთდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდა. მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიებები ტრადიციულად უკვე რამდენიმე წელია ტარდება.”დავასუფთავოთ მსოფლიო” კამპანიის ფარლგებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქში არსებული ერთ-ერთი ტერიტორია დაასაფუთავეს. მათი ჩართულობით ქალაქში ხვადასხვა ლოკაციაზეც მოეწყო დასუფთავების აქცია. გარდაბნის მერის მოადგილის განცხადებით დღეს მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოეწყო აქცია და მასში მონაწილეობას მოსახლეობაც იღებს. დასუფთავების აქციაში აქტიური მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა რამაზ ბუდაღაშვილმაც მიიღო.