პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში ნათქვამია რომ მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ 4 საკვანძო მიმართულებაზე: უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკის განვითარება; განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და ასევე სახელმწიფო მმართველობა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას კენჭს მიმდინარე კვირას უყრის.