ოკუპაციასთან ბრძოლას სჭირდება რეალური საქმე და არა პოპულისტური გამოხტომები, ამ საქმეს კი ჩვენ გარდა არავინ გააკეთებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.გიორგი გახარიას თქმით , პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ.
„მტერთან უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ, თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ ადამიანების, რომლებიც საოკუპაციოს ხაზის მიღმა, გასწვრივ ცხოვრობენ. პროვოკაციული, პოპულისტური, უპასუსხიმგებლო ქმედებები, ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ თუ გვაინტერესებს, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.